ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი ქართული ლიტერატურის კათედრა 21 დეკემბერს გამართავს ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალებიდან 175 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას – „XIX საუკუნე – ეპოქათა მიჯნა“.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თეზისები 2020 წლის 30 ნოემბრამდე უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: tamar.sharabidze@tsu.ge
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი,
მსჯელობა – 5 წუთი.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.
კონფერენცია გაიმართება ზუმის პლატფორმაზე.
თეზისების გაფორმების წესი:
მომხსენებლის სახელი, გვარი;
ორგანიზაცია;
აკადემიური ხარისხი;
მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;
მოხსენების სათაური;
ფონტი: sylfaen
ფონტის ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 200 სიტყვა
კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული.
გამოიცემა კონფერენციის პროგრამა/თეზისები და სამეცნიერო შრომების კრებული.
სტატიების მიღების ვადა: 10 დეკემბერი.
იხ. სტატიების გაფორმების წესი.
საკონტაქტო პირი: ასოც. პროფესორი თამარ შარაბიძე